შეხვედრა პრემიერთან
პრემიერ-მინისტრი კორეის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. ისაუბრეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს, თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანია, არსებული შესაძლებლობები სრულად გამოიყენონ. განიხილეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივები. მთავრობის მეთაურმა, კორეის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, ეკონომიკური მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანას, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსურ და ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის დიდი პოტენციალი აქვს და ამ მიმართულებით მთავრობა აქტიურად მუშაობს
