მსოფლიო ბანკის მორიგი აღიარება
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის მორიგი აღიარება. კორუფციიის კონტროლითა და კანონის უზენაესობით საქართველო ლიდერთა შორისაა. მსოფლიო ბანკმა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 68 პროცენტი მიიღო და მსოფლიოში მე-20, ევროპაში კი მე-11 ადგილი დაიკავა. კორუფციის კონტროლით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 25 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ ხუთ სახელმწიფოს. საქართველომ 64 პროცენტი აიღო კანონის უზენაესობაში და სახელმწიფოთა შორის რეიტინგში 28-ე, ევროპაში კი მე-14 ადგილი დაიკავა. კანონის უზენაესობით საქართველომ გაასწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 21 სახელმწიფოს, მათ შორის დიდი შვიდეულის წევრ სამ ქვეყანას. „რეგულაციების ხარისხის“ რეიტინგში კი საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 68% აიღო და ეკონომიკებს შორის მეშვიდე სახელმწიფოებს შორის კი მეცხრე ადგილზე გავიდა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს უსწრებს მხოლოდ ორი სახელმწიფო - ფინეთი და ლუქსემბურგი
