ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
ტერორისტულ თავდასხმას გამოეხმაურა პრემიერ მინისტრი. „ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, სიცოცხლის ხელყოფასა და უამრავი ადამიანისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებას. გულითადად თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. განცხადება გამოაქვეყნა პრეზიდენტმა. „ღრმად შეშფოთებული ვარ ისრაელში ესკალაციითა და უდანაშაულო მსხვერპლის გამო. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში. ტერორსა და არაადამიანობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში“ - წერს სალომე ზურაბიშვილი. განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. „გაუმართლებელი, სასტიკი და არაადამიანური აგრესია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიუღებელია. ქართველი ხალხი მხარს უჭერს მოძმე ისრაელს. ასეთი ძალადობის ადგილი მსოფლიოში არ უნდა იყოს“ - დაწერა შალვა პაპუაშვილმა
