ვითარება ისრაელში - გამოხმაურებები
ისრაელში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა. „კატეგორიულად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმებს, რომელიც ამჟამად ისრაელის წინააღმდეგ ხორციელდება. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“ წერს საფრანგეთის პრეზიდენტი. „დილიდან შოკირებული ვარ „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებით, ისრაელს აქვს აბსოლუტური უფლება, რომ დაიცვას საკუთარი თავი- ეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სტატუსია. განცხადება გამოაქვეყნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. „შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში“ – წერს ჯოზეფ ბორელი. განცხადება გამოაქვეყნა შარლ მიშელმაც ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთანაა. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ საშინელ მომენტში“ დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. „ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით- ეს ევროკომისიის პრეზიდენტის პოზიციაა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი კი წერს რომ ტერორი არასდროს გაიმარჯვებს”
