ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
ისრაელში, საომარი მდგომარეობა გამოცხადებულია. ღაზის სექტორის მიმართულებით დაწყებულია საპასუხო საჰაერო დარტყმები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ტერორისტებისგან დასახლებული პუნქტების გაწმენდა მიმდინარეობს. გამოცხადდა რეზერვისტების ფართომასშტაბიანი მობილიზაცია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მტერი არნახულ ფასს გადაიხდის. თავდაცვის მინისტრმა კი აღნიშნა რომ ამ ომს ისრაელი მოიგებს
