14 წლის გოგონა ქმარმა მოკლა
კახეთში, 14 წლის მოზარდის მკვლელობისთვის პოლიცია 30 წლამდე კაცს ამ დრომდე ეძებს. უმძიმესი შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა. 14 წლის მოზარდს ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა. ადგილობრივების ინფრომაციით, 14 წლის გოგო ურთიერთობის წინააღმდეგი იყო და სახლიდან წასვლას გეგმავდა. განათლების სამინისტროშიც გაკეთდა კომენტარი. უწყება ამბობს რომ გაცდენების გამო სკოლას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და სკოლა მშობლებს დაუკავშირდა
