ევროკავშირის ლიდერებმა გრანადაში ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. ევროკავშირის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ევროკავშირშია იმ ქვეყნების ხალხის მომავალი, ვინც წევრობისკენ მიისწრაფვის. დოკუმენტში აღნიშნულია რომ ამ მიმართულებით მეტი უნდა გაკეთდეს. დეკლარაციის მიხედვით ევროკავშირის გაფართოება გეოსტრატეგიული ინვესტიციაა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის