შალვა პაპუაშვილის განცხადება
დეპოლარიზაციის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ე.წ. პოლარიზაციის დაძლევაში თუ რამით შეუძლიათ დასავლელ პარტნიორებს, დაეხმარონ ქართულ პოლიტიკურ კლასს - საკმარისია, უბრალოდ მათ იმოქმედონ კანონის უზენაესობის სულისკვეთებით. პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას დავით კეზერაშვილზე ამახვილებს და პოლიტიკასა და კრიმინალის ერთმანეთში არევის შესახებ წერს. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს რომ კეზერაშვილი ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციისთვის მუშაობს. ქვეყნის პირველი კანონმდებელი წერს რომ პოლიტიკასა და კრიმინალს შორის საზღვრების წაშლა კარგი იდეა არ არის, ეს ბუნდოვანება კი აფერხებს მართლმსაჯულებას, პოლიტიკურ კომპრომისს და მშვიდობას
