ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. სამხედრო რეზერვისტების გამოძახების ბრძანებაც გაიცა. პარალელურად, ისრაელმა ღაზის სექტორის მიმართულებით საპასუხო საჰაერო დარტყმები დაიწყო. გაიმართა ისრაელის უშიშროების საბჭოს სხდომა. პრემიერ-მინისტრის თქმით მტერი არნახულ ფასს გადაიხდის. თავდაცვის მინისტრმა კი აღნიშნა რომ, ამ ომს ისრაელი მოიგებს. ღაზის სექტორიდან სარაკეტო თავდასხმა გამთენიისას მოხდა. პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს. ღაზის სექტორს ადგილობრივი მოსახელეობა, ქალები და ბავშვები ტოვებენ
