შტატების სანქციები 42 ჩინურ კომპანიას
შეერთებულმა შტატებმა რუსეთისთვის მიკროჩიპების მიწოდების გამო 42 ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესა. საგენტო „როიტერი“ შტატების ვაჭრობის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული წარმოების მიკროჩიპებით ჩინური კომპანიები რუსეთის თავდაცვის უწყებას ამარაგებდნენ, შემდეგ კი უკრაინის მოქალაქეებისა და ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად დრონებსა და რაკეტებში იყენებდნენ. სასანქციო სიაში მოხვდა ასევე შვიდი კომპანია ფინეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და გაერთიანებული სამეფოდან
