აშშ ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს
შეერთებული შტატები ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას ამერკული მედია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება პასუხია სექტემბერში მოსკოვის მიერ ამერიკის საელჩოს ორი მაღალი რანგის დიპლომატის გაძევებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობის მხრიდან ამერიკელი დიპლომატების დევნას არ შეეგუებიან
