14 წლის გოგონა ქმარმა მოკლა
კახეთში, 14 წლის გოგოს მკვლელობისთვის პოლიცია 30 წლამდე კაცს ეძებს. ალიმ ასლანოვის ადგილსამყოფელი უცნობია. უმძიმესი შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა. 14 წლის მოზარდს ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა. ადგილობრივების ინფრომაციით, გარდაცვლილი ორი თვეა რაც მამაკაცმა ცოლად მოიყვანა, თუმცა 14 წლის გოგო მათი თქმით ურთიერთობის წინააღმდეგი იყო და სახლიდან წავსლას გეგმავდა
