საკონსტიტუციო წარდგინება პრეზიდენტის წინააღმდეგ
სამდღიანი განხილვის შემდეგ პარლამენტი, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პროცესზე ერთ მხარეს იყო იურიდიული აზრი და კონსტიტუცია, ხოლო მეორე მხარეს თვითშემოქმედებითი აზრი და „ენჯეოშნიკური“ იურისპრუდენცია. მმართველი გუნდის თქმით, ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ვერ გაექცევა და ეს იქნება ოფიციალური განაჩენი მის ქცევაზე.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
