ევროკავშირის ელჩის კომენტარი
ევროკავშირის ელჩს საქართველოში იმედი აქვს, რომ წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ რეკომენდაციების შესრულების კუთხით, განსაკუთრებით, ბოლო კვირების განმავლობაში, აშკარად ტარდება ინტენსიური სამუშაოები.
