პრემიერი ესპანეთში
პრემიერ-მინისტრმა ესპანეთში ყველა ევროპელი ლიდერისგან მიიღო დასტური, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. კოლეგებს ირაკლი ღარიბაშვილმა გააცნო ხელისუფლების პოზიცია, რომ თუ ქვეყანა სტატუსს არ მიიღებს, ეს იქნება ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და მორიგი დაუმსახურებელი დაჩაგვრის მცდელობა. ასევე ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ მათი გადაწყვეტილება გზავნილი იქნება რუსეთისთვის.
