განათლების მინისტრმა სამედიცინო უნივერსიტეტის ახლადრეაბილიტირებული სასწავლო კორპუსი გახსნა
განათლების მინისტრმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლადრეაბილიტირებული მეორე სასწავლო კორპუსი გახსნა და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სამედიცინო უნივერსიტეტის შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაკეთდა და მოეწყო, უნივერსიტეტის ყველაზე ძველი კორპუსია. პროექტის ფარგლებში ასევე გარემონტდა პირველი სასწავლო კორპუსის ფასადი, აშენდა და მოეწყო კაფეტერია.
