პოლიტიკური შეფასებები
პროცესს, რომელიც უკვე მესამე დღეა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს პოლიტიკოსები აფასებენ. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალში ყველა ლიდერმა თავისი საქმიანობა კონსტიტუციისა და წესების დაცვით წარმართოს. მათივე თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლების არგუმენტები სუსტია. განცხადებები კეთდება ოპოზიციაშიც. ირკვევა, რომ ნდობის ფაქტორი ერთმანეთის მიმართ ძალიან დაბალია. ვინ დაუჭერს ოპოზიციიდან მხარს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება - ეს არის კითხვა, რომელზეც ოპოზიციაში განსხვავებული პასუხები აქვთ
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
