პრემიერი EPC-ის სამიტზე
საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - ეს არის მთავარი სათქმელი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს. ქალაქ გრანადაში 27 სახელმწიფოს ოცი ლიდერი, ევროპის კონტინენტზე არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე მსჯელობს. სამიტს ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ესწრება. პრემიერ-მინისტრი სამიტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ თემატურ განხილვებში, დაგეგმილია ასევე მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
