პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვის მე-3 დღე
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა გრძელდება. მესამე დღეს სხდომა პაექრობით განახლდა. საკონსტიტუციო წარდგინების ერთ-ერთმა ავტორმა ,ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტის წარმომადგენლებს კონკრეტული კითხვებით მიმართა. კითხვები კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის უფლებამოსილების განსაზღვრას ეხებოდა. იყო თუ არა უცხოეთში ვიზიტების დროს პრეზიდენტისთვის მთავრობის თანხმობა საჭირო - ამ კითხვაზე სასამართლომ მხარეთა განსხვავებული პოზიციები მოისმინა.
