ცვლილებები შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებათა პაკეტი მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით, არსებული კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.
