ბელგიაში საერთაშორისო ფესტივალი ,,ევროპალია-საქართველო" გაიხსნა
ბელგიაში საერთაშორისო ფესტივალი ,,ევროპალია-საქართველო" გაიხსნა. ცერემონიას ბელგიის მეფე-დედოფალი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, პარლამენტის წევრები, ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
