პაკისტანი ავღანელ თავშესაფრის მაძიებლებს ქვეყანას დაატოვებინებს
პაკისტანი ავღანელ თავშესაფრის მაძიებლებს ქვეყანას დაატოვებინებს. ამის შესახებ ცნობას „ბიბისი“ ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პაკისტანის ტერიტორიაზე მცხოვრებ მილიონ 700 ათას ავღანელ თავშესაფრის მაძიებელს ქვეყნის დასატოვებლად დრო ნოემბრამდე აქვს. „ბიბისის“ ცნობით, ბოლო თვეებში პაკისტანისა და ავღანეთის საზღვარზე, რადიკალების თავდასხმების შედეგად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ავღანეთში თალიბანის დაბრუნების შემდეგ პაკისტანმა მილიონობით ავღანელი შეიფარა. მათი დიდი ნაწილი ქვეყანაში უკვე ლეგალურად ცხოვრობს, თუმცა პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, მილიონ 700 ათასი ავღანელი ქვეყანაში ამ დრომდე უკანონოდ იმყოფება.
