დასავლეთს უკრაინისთვის გადასაცემი საბრძოლო მასალების მარაგი ეწურება
ნატო კიევის მოკავშირეებს სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. რუსული აგრესიის მოსაგერიებლად საჭირო საბრძოლო მასალების მარაგის ამოწურვის შესახებ, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა.
