ილია დარჩიაშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროკომისრებთან ეკონომიკის, მართლმსაჯულების, კრიზისის მართვის საკითხებში, ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან დემოგრაფიისა და დემოკრატიის საკითხებში და ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
