შეზღუდვა დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილებაზე
თბილისში მომავალი წლიდან კონკრეტულ უბნებში დროის კონკრეტულ მონაკვეთში შესაძლოა დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდეს. საუბარია პიკის საათებზე, დილის 8-დან 11-მდე და საღამოს 5-დან 20 საათამდე. ინიციატივის დეტალებზე კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზანი პიკის საათებში გზებზე შექმნილი საცობების განტვირთვაა.
