საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა კითხვა-პასუხით განახლდა
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დღეს კითხვა-პასუხით განახლდა. ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა კონკრეტული კითხვები დაუსვა საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთ ავტორს ირაკლი კობახიძეს. გაკეთდა არაერთი განმარტება იმპიჩმენტის, როგორც პოლიტიკურ და სამართლებრივ მნიშვნელობაზე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობებს შორის განსხვავებზე, ასევე, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და რა პასუხისმგებლობა აქვს მთავრობას იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო საპარლამენტო მმართველობის მოდელზეა გადასული.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
