ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-3 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი 5-6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩატარდება. პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატით დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრი გრანადაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
