„ღვინის დღეები“
7 ოქტომბრიდან საქართველოში ღვინის დღეები დაიწყება. სამზადისი აქტიურ ფაზაშია. ინიციატივა მთავრობის მეთაურს ეკუთვნის. ფესტივალი ქვეყნის 23 მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. ღვინის დღეების ფარგლებში, გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება კვების სივრცეც. ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით ჩატარდება კონცერტებიც.
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
