პრემიერ-მინისტრი კენტერბერის მთავარეპისკოპოსს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი კენტერბერის მთავარეპისკოპოსს, ჯასტინ უელბის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობები. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასაც. კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომლის მიზანი, მშვიდობის მხარდაჭერაა.
