პრემიერი Veolia group-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „ვეოლია გრუპის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობა ენერგეტიკის, ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების მიმართულებით. ფრანგული კომპანია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუშაობს და საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში ინვესტირებას გეგმავს.
