ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პარიზის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ათამდე ტურისტული კომპანია ესწრება. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვედრებს მართავს საფრანგეთის უმსხვილეს ტუროპერატორებთან.
