ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ პაოლო ჯენტილონის შეხვდა
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისარს, დიდიე რეინდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ. ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე და იმედი გამოითქვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ ყველა პროცედურა მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუციების ჩართულობითა და მათთან კონსულტაციით.
