პრემიერ-მინისტრი კენტერბერის მთავარეპისკოპოსს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი კენტერბერის მთავარეპისკოპოსს, ჯასტინ უელბის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა სრულად არის ერთგული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომლის მიზანია, მშვიდობის მხარდაჭერა.
