პოლიტიკური განცხადებები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პრეზიდენტის და ოპოზიციის ალიანსზე საუბრობს. ამ შინაარსის განცხადება ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ჟურნალისტებმა პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით კითხეს. ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ თუ პრეზიდენტი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს მისი რევულუციური მისწრაფებების ლუსტრაცია იქნება. ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგოიადისი უნდა შეიწყალოს.
