საკონსტიტუციო სასამართლოს უპრეცედენტო სხდომა
სხდომაზე უკვე გამოვიდნენ სიტყვით საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები და პრეზიდენტის წარმომადგნლები. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა უხეშად და განზრახ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. რაც შეეხება მაია კოპალეიშვილს, ის პრეზიდენტის წარმომადგენელია დღევანდელ სხდომაზე თამარ ჩუგოშვილთან ერთად, მან თქვა, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარდგინება დაუსაბუთებელია და „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი უსაფუძვლოდ დაიწყო. პლენუმის წინაშე სიტყვით გამოვიდა თამარ ჩუგოშვილიც. მან მმართველი გუნდი პრეზიდენტის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა
