შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება კონგრესს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დაფინანსების გაზრდას სთხოვს
შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება კონგრესს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დაფინანსების გაზრდას სთხოვს. სააგენტო „ასოუშეითიდ პრესი“ წერს, რომ თავდაცვის მდივნის მოადგილემ მაიკლ მაკორდმა კანონმდებლები წერილობით გააფრთხილა, რომ პენტაგონს უკრაინაში გაგზავნილი იარაღის შესაცვლელად სახსრები ეწურება და საკუთარი სამხედრო რეზერვების შესავსებად მილიარდ 600 მილიონი დოლარი დარჩა.
