სომხური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
სომხური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მედია ინფორმაციას, პრემიერის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ყარაბაღის სომხების იძულებითი დეპორტაციით გამოწვეული ვითარება, ასევე რეგიონში არსებული მდგომარეობა და სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს.
