შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განხილავენ
დოკუმნეტის მიხედვით, დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება, თუ ის საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას.
