ბრუნო მარსის დაუვიწყარი შოუ
ბრუნო მარსის დაუვიწყარი შოუ - მსოფლიო მუსიკალური სამყაროს აღიარებული ვარსკვლავის, ბრუნო მარსის კონცერტით „სთარინგ ჯორჯიის“ წლევანდელი ღონისძიებების სერია დასრულდა. დინამო არენაზე ორი საათის განმავლობაში მუსიკოსმა, საკუთარ ბენდთან ერთად, ცნობილი ჰიტები შეასრულა. კონცერტზე რევაზ ლაღიძის „თბილისოც“ აჟღერდა. გრანდიოზულ შოუს 50 ათასამდე მსმენელი დაესწრო, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
