ჩაშლილი საშიში ექსპერიმენტი
სახიფათო ექსპერიმენტი - „იმედის კვირაში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ, რომელიც ტყიბულის შახტში სამეცნიერო კვლევით ექსპერიმეტს ეხებოდა, მეორე დღეა შეფასებები კეთდება. ირაკლი კობახიძე სეისმოლოგ თეა გოდოლაძეს საზოგადოებაში პანიკის დათესვის მცდელობასა და მიწისძვრის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს. საუბარია ტყიბულის შახტში ექსპერიმენტულ, ძლიერ აფეთქებაზე, რომლის შემდეგაც „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს“, კერძოდ, მის ხელმძღვანელს უცხოელ კოლეგებთან ერთად, აფეთქებით გამოწვეული ბიძგები უნდა შეესწავლა. თუმცა პროექტის წინააღმდეგი, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ამერიკის საელჩოც იყო. რა მძიმე შედეგები შეიძლებოდა გამოეწვია ამ ეგრეთ წოდებულ ექსპერიმენტს, ამაზე სპეციალისტებიც საუბრობენ.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
