სახელმწიფო დაზარალებულ მევენახეებს დაეხმარება
პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო დაზარალებულ მევენახეებს დაზიანებულ 1 ჰექტარზე დახმარების სახით 3 500 ლარს გამოუყოფს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს 20 მლნ ლარის ღირებულების დაზიანებული, დასეტყვილი ყურძენი უკვე ჩაბარებული აქვს თუმცა, ამის მიუხედავად, ვინაიდან ფერმერებს ზიანი მიადგათ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაზარალებულ მევენახეებს დახმარების სახით 3500 ლარი გამოუყოს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას დაზიანებული ვენახი აღადგინონ.