სიახლე თავდაცვის კოდექსში
თავდაცვის ახალი კოდექსით შეიქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, ათწლიან პერსპექტივაში 100 ათასი ახალგაზრდა გვეყოლება მომზადებული - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სდომაზე, პრემიერ მინისტრმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გაწვევის სამსახური გადადის თავდაცვის სამინისტროში 2024 წლის პირველი იანვრიდან და ასევე, 2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში.
