სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების შედეგად გამოვლენილი ინფორმაცია გაასაჯაროვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გამოძიების შედეგად გამოვლენილი ინფორმაცია და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები დღეს გაასაჯაროვა. სუსის ცნობით, ორგანიზაცია კანვასის წარმომადგენლები საქართველოში იმ ახალგაზრდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადამზადების მიზნით ჩამოვიდნენ, რომლებმაც ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილ რევოლუციურ მოვლენებში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ.
