რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ქალაქ ბორდოში ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ქალაქ ბორდოში ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა . ღონისძიება ორ ნაწილს მოიცავდა: ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია და საზეიმო ვახშამი სტუმრებისთვის, რომელთა შორის იყვნენ მსოფლიო რაგბის, საფრანგეთის სარაგბო ფედერაციის, ფიჯის სარაგბო გაერთიანების, საქართველოს რაგბის კავშირის, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლები, ასევე, ქართველი ვეტერანი მორაგბეები.
