ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი
აბაშის იპოდრომზე ხალხური ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. შეჯიბრი სპორტის სამ სახეობაში: სადა დოღში, ცხენბურთსა და ისინდში ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მხედრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტის სამივე სახეობაში გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცათ. ღონისძიება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციისა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
