გასტრონომიული ფესტივალი
თბილისის გასტრონომიული ფესტივალი სტარტს დღეიდან აიღებს. ღონისძიება, რომელიც უკვე მეორედ იმართება საქართველოში გასტრონომიის განვითარებასა და ხელშეწყობას ემსახურება. 7 დღის განმავლობაში კულინარიის თემით დაინტერესებული მედიის ყურადღების ცენტრში, შეფების მიერ საქართველოში შექმნილი კერძები მოექცევა. ამ მიზნით ქვეყანას ბლოგერები და ცნობილი გამოცემის წარმომადგენლები უკვე ესტუმრნენ. ფესტივალი 7 ოქტომბერს დაიხურება.
