საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 15 წელი
საქართველოში ყოფნის 15 წელი. ევროკავშირის მისიამ საქმიანობა შეაჯამა. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მთავარი მიზანი, რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობის ხელშეწყობაა. მისიამ საქართველოში საქმიანობა 2008 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. მას შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები პატრულიერებენ კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიებზე და იცავენ მოქალაქეთა უსაფრთხოებას.
