ისტორიული პირველი ოქტომბერი
ზუსტად 11 წლის წინ, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება დაამარცხა და ქვეყნის მმართველობაში მოვიდა. ეს იყო პირველი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ამას წინ უძღოდა მრავალწლიანი პოლიტიკური დაპირისპირებები იმდროინდელ ხელისუფლებასთან. არჩევნების შედეგები აღიარა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობამ, ისე მისმა მონაწილე ყველა მხარემ. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთი ძალაა, რომლის პირობებშიც ქვეყანამ მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა.
