სამოქალაქო არეულობის გეგმა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოძიების შედეგებს ელოდებიან მმართველ პარტიაში. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ვერანაირი გარე ძალების დახმარებით, ქართული ოპოზიცია ვერ შეძლებს ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის შემოტანას. მათი თქმით, ეს არის სცენარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაგეგმა.
