პრეზიდენტის იმპიჩმენტი
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს, რომ მხარი დაუჭოროს პრეზიდენტის იმპიჩმენტს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ იმპიჩმენტის პროცედურა არის საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ლახავს. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო წესრიგი მნიშვნელოვანია ყველა დონეზე. სწორედ აქედან არის ნაკარნახევი პროცედურის დაწყება. მიაჩნიათ კონსტიტუციას პატივი უნდა სცეს საქართველოს ყველა მოქალაქემ, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირმა.
